სამაცივრე მეურნეობებმა ₾302 მლნ-ის პროდუქცია გაყიდეს
საქსტატის გამოკვლევის
შედეგების მიხედვით, 2Q26-ში
სასაკლაოებში დაიკლა 128.1
ათასი სული პირუტყვი,
საიდანაც 27.3% – მსხვილფეხა
რქოსანი პირუტყვი, 65.6% –
ღორი, ხოლო 4.1% ცხვარი და თხა
იყო. დანარჩენი პირუტყვის
წილი (არ მოიცავს ფრინველს)
3%-ს შეადგენდა. გარდა ამისა,
საანგარიშო პერიოდის
განმავლობაში
სასაკლაოებში დაკლული
ფრინველის რაოდენობა 2 942.1
ათასი ერთეულით
განისაზღვრა.სასაკლაოების
მიერ 2Q26-ში 14.3 ათასი ტონა
ხორცი იქნა წარმოებული
(იგულისხმება დაკლული წონა,
ფრინველის ხორცის ჩათვლით),
საიდანაც 31.9% მოდიოდა
მსხვილფეხა რქოსანი
პირუტყვის ხორცზე, 25% –
ფრინველის ხორცზე, 42.5% –
ღორის ხორცზე, 0.6% – ცხვრისა
და თხის ხორცზე, ხოლო
დანარჩენს უმნიშვნელო
წილი ეკავა.საანგარიშო
პერიოდში მომსახურება
გაეწია 7.8 ათას პირს,
საიდანაც 48.8%
შინამეურნეობების
(ოჯახური მეურნეობები)
სახით იყვნენ
წარმოდგენილნი,
სასაკლაოებში
დასაქმებულთა საშუალო
თვიურმა რაოდენობამ კი 1 076
კაცი შეადგინა.ერთეული
პირუტყვის დაკვლაზე
მომსახურების საშუალო
ფასი შემდეგნაირი იყო:
მსხვილფეხა რქოსანი
პირუტყვის დაკვლის
საფასური – 47 ლარი, ღორის
დაკვლის საფასური – 36.7 ლარი,
ხოლო ცხვრის ან თხის
დაკვლის საფასური – 16.4
ლარი.2Q26-ში საქართველოში 302
ერთეული სამაცივრე
მეურნეობა
ფუნქციონირებდა, რომელთა
უმრავლესობაც (51.7%) შიდა
ქართლის რეგიონში იყო
განთავსებული. მოქმედი
სამაცივრე მეურნეობები
ასევე განთავსებული იყო
თბილისში (13.9%), აჭარის ა.რ.-ში
(8.3%), სამეგრელო-ზემო
სვანეთის რეგიონში (7%),
იმერეთის რეგიონში (6%),
ქვემო ქართლის რეგიონში (4.3%),
კახეთის რეგიონში (3.3%),
სამცხე-ჯავახეთის
რეგიონში (2.6%),
მცხეთა-მთიანეთის
რეგიონში (1.7%), გურიის
რეგიონში (1%) და
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის რეგიონში (0.3%).2Q26-ში
მომსახურება გაეწია 361
მომხმარებელს.
მწარმოებელთა და
გადამყიდველთა
რაოდენობამ, რომელთაგანაც
შესყიდულ იქნა პროდუქცია
შემდგომი რეალიზაციის
მიზნით 863 ერთეული შეადგინა,
ხოლო სამაცივრეებში
დასაქმებულთა საშუალო
თვიური რაოდენობა 1 698 კაცით
განისაზღვრა.2Q26-ის
განმავლობაში
სამაცივრეებში სულ
შენახული (განთავსებული)
იყო 119.4 ათასი ტონა
პროდუქცია, მათ შორის 29.3% –
ქათმის ხორცი (გაყინულის
ჩათვლით), 25.4% – ხორცი და
ხორცპროდუქტები
(ნახევარფაბრიკატების
ჩათვლით, ქათმის ხორცის
გარდა), 20.2% – თევზეული, 9.6% –
ხილი და ბოსტნეული, 12.2% –
რძის პროდუქტები და 3.3% –
სხვა პროდუქტები.2Q26-ში
სამაცივრე მეურნეობებში
შენახული პროდუქციის
მთლიანი მოცულობიდან 22.1%-ს –
საკუთარი წარმოების, 21.7%-ს –
შემდგომი რეალიზაციის
მიზნით შესყიდული, ხოლო 56.1%-ს
მომსახურების სახით
შენახული პროდუქცია
შეადგენდა. ამავე პერიოდში,
მომსახურების სახით
მიღებულმა შემოსავალმა ₾7.8
მლნ შეადგინა.2Q26-ში
სამაცივრე მეურნეობების
მიერ გაყიდულ იქნა ₾302
მლნ-ის ღირებულების
პროდუქცია (32.1 ათასი ტონა),
საიდანაც, ღირებულებით
გამოსახულებაში,
იმპორტირებულმა
პროდუქციამ შეადგინა 35.3%,
საკუთარი წარმოების
პროდუქციამ – 19.1%, ხოლო
გაყიდვის მიზნით
შესყიდულმა (ადგილობრივი)
პროდუქციამ – 45.7%.ამასთან,
საანგარიშო პერიოდში,
სამაცივრეების მიერ
გაყიდული საკუთარი
წარმოების პროდუქციის
მთლიანი მოცულობის 66.4%
მოდიოდა ხორცსა და
ხორცპროდუქტებზე
(ნახევარფაბრიკატების
ჩათვლით). ამავე პერიოდში,
სამაცივრე მეურნეობების
მიერ გაყიდული
იმპორტირებული პროდუქციის
მთლიან ღირებულებაში
მნიშვნელოვანი წილი რძის
პროდუქტებზე (40%), ხორცსა და
ხორცპროდუქტებზე
(ნახევარფაბრიკატების
ჩათვლით) (22.5%), ქათმის ხორცზე
(გაყინულის ჩათვლით) (13.5%) და
თევზეულზე (7.8%)
მოდიოდა.საანგარიშო
პერიოდში, სამაცივრე
მეურნეობების მიერ უცხო
ქვეყნებში გაყიდული
პროდუქციის ღირებულებამ
₾3.8 მლნ შეადგინა, რაც ამავე
პერიოდში გაყიდული
პროდუქციის მთლიანი
ღირებულების 1.2%-ს
შეადგენდა. საზღვარგარეთ
ძირითადად რეალიზებულ
იქნა ხილი და ბოსტნეული.
გამოკვლევის შედეგების
მიხედვით, კამერების
საშუალო დღიური დატვირთვა
(პროცენტულად კამერების
ჯამური ტევადობიდან)
აპრილში შეადგენდა 48.6%-ს,
მაისში – 45.7%-ს, ხოლო ივნისში
– 52.3%-ს.2Q26-ის განმავლობაში
მომსახურება გაეწია 24
მომხმარებელს.
მწარმოებელთა და
გადამყიდველთა
რაოდენობამ, რომელთაგანაც
შესყიდულ იქნა პროდუქცია
შემდგომი რეალიზაციის
მიზნით, 49 ერთეული შეადგინა,
ხოლო ელევატორებში
დასაქმებულთა საშუალო
თვიური რაოდენობა 381 კაცით
განისაზღვრა.2Q26-ში,
ელევატორებში შენახული
(განთავსებული) იყო 116.1 ათასი
ტონა პროდუქცია, რომლის 55.1%-ს
წარმოადგენდა ხორბალი და
21.4%-ს სოიოს
შროტი.საანგარიშო
პერიოდში, ელევატორებში
განთავსებული პროდუქციის
მთლიანი მოცულობის 69.6%-ს
ელევატორების მიერ
შემდგომი რეალიზაციის
მიზნით შესყიდული
პროდუქცია შეადგენდა.2Q26-ში,
ელევატორების მიერ
გაყიდულ იქნა ₾70.3 მლნ-ის
ღირებულების 69.4 ათასი ტონა
პროდუქცია, საიდანაც 44.1% იყო
იმპორტირებული პროდუქცია,
ხოლო 47% – ადგილობრივი
(საკუთარი წარმოების)
პროდუქცია. ელევატორების
მიერ საკუთარი წარმოების
პროდუქციაში, როგორც
მოცულობის, ისე
ღირებულების მიხედვით,
ჭარბობდა ხორბლის ფქვილი,
რომელზეც მოდიოდა
ელევატორების მიერ
გაყიდული საკუთარი
წარმოების პროდუქციის
76.9%.საქსტატის გამოკვლევის
შედეგების მიხედვით,
ელევატორების საცავების
საშუალო დღიური დატვირთვა
(პროცენტულად საცავების
ჯამური ტევადობიდან)
აპრილში შეადგენდა 43.8%-ს,
მაისში – 48.6%-ს, ხოლო ივნისში
– 51.5%-ს.
1786953989