თბილისი (GBC) - უცხოურ ვალუტაში სავალდებულო რეზერვები გაიზარდა. 8 თვის სტატისტიკით, სებ-ში ბანკების 4.7 მლრდ ლარის რეზერვებია (7m/2024- 4.288 მლრდ).
მარეგულირებელ უწყებაში ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზე კი 1 მლრდ ლარამდეა განთავსებული.
რეზერვების მატება ბანკების მიერ გაზრდილ სავალუტო მოზიდვებს და დეპოზიტების დოლარიზაციის ზრდას უკავშირდება.
უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე, სებ-ის საზედამხედველო ნორმებით, სარეზერვო მოთხოვნა 20% -ია. დარეზერვება ბანკებს დეპოზიტების პორტფელის დოლარიზაციის მიხედვით მოეთხოვება. ბანკს, დოლარიზაციის 70% და მეტ კოეფიციენტზე, ზედა ზღვრის დაჭერა უწევს. 40-70% შუალედში კი პროპორციულად, წრფივად კლებულობს.
მლრდ |
მლრდ |
|||
საქართველოს ბანკი |
2.071.3 |
1.870 |
||
თიბისი |
1.824.0 |
1.507 |
||
ბაზისბანკი |
0.273 |
0.209 |
||
ქართუ |
0.233 |
0.212 |
წყარო: BRG