თბილისი (GBC) - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სმარტ ფინანსი  (მ/ო) 34 300 ლარით დაჯარიმდა. მისოს სანქცირებაზე ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

ორგანიზაცია AML კანონის რამდენიმე მოთხოვნის იგნორირებისთვის დაჯარიმდა, მათ შორის შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის რეგულატორისთვის არასწორად წარდგენის (4 შემთხვევის) გამო.

სებ-ის პრეზიდენტის (№16/04) ბრძანებით დამტკიცებული წესით, თითო ფაქტი 2 000 ლარით სანქცირდება.

ასევე მეწარმე სიბუექტს 5 000 ლარის ჯარიმა გამოეწერა ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის, მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებაზე, ინფორმაციის არასწორად მიწოდების 2 ფაქტზე, რაზეც 4 000 ლარი ეკისრება და ამცდარ მაჩვენებელზე, რაც 1 000 ლარით ჯარიმდება. 100-100 ლარი, ჯამში კი ₾300 დაეკისრა ანგირიშგების ვადაგადაცილებისთვის.

ამასთან, მისოს 21 000 ლარის ჯარიმა გამოეწერა, მაღალი რისკის მატარებელი 7 კლიენტის საქმეზე. კლიენტის ფულადი სახსრების წარმომავლობის არასათანადოდ შესწავლის თითო დარღვევა 3 000 ლარით სანქცირდება.