თბილისი (GBC) - ბანკების მოგებამ (გადასახადის გადახდამდე) 1,4 მლრდ ლარი შეადგინა. ბიუჯეტში მოგების გადასახადის თვის ულუფა კი 40 მლნ ლარის ფარგლებშია.

5 თვის ჭრილში კი ₾200 მლნ-მდეა და წლის ბოლომდე სავარაუდოდ ₾0,5 მლრდ-ს გადააჭარბებს.

გადახდის ვალდებულება, ფინანსური წლის შემდეგ წელს, 4-ჯერ დგება, თუმცა წინმსწრები შეტანაც შესაძლებელია. განაკვეთი 20%-ია

ყველაზე მეტს ბიუჯეტში სისტემური ბანკები თიბისი, საქართველოს ბანკი იხდიან, რომელთა ჯამური წილი სექტორის დაუბეგრავ მოგებაში 85% -ს აღემატება.

სტატისტიკა მოიცავს 17 ბანკის მონაცემს, მათ შორის ახლადლიცენზირებულ ციფრულ ბანკებს (პეისერა, ჰეში, პეივი), რომელთა ჯამური ზარალი 2 მლნ ლარამდეა. მთლიანად, ბანკების კონსოლიდირებული წმინდა მოგება 1.2 მლრდ ლარია. 

TOP-4 ბანკი დაუბეგრავი მოგებით (₾)
 

01.06.2024

     2023

საქართველოს ბანკი

722 857 000

1 546 472 000

თიბისი

522 558 000

1 262 133 000

ლიბერთი

  50 192 000

     97 377 000

ბაზისბანკი

  35 120 000

     80 536 000

წყარო: კომერციული ბანკები

(ბიზნესპარტნიორი)