თბილისი (GBC) - სებმა „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“ 26 000 ლარით დააჯარიმა.
რეგისტრატორს რეგულატორმა 2 დარღვევას აღმოუჩინა, მოთხოვნილი დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 2 შემთხვევაში.
AML კანონმდებლობით გაწერილი სანქციებით, აღნიშნული კატეგორიის თითო შემთხვევაზე დამრღვევს 2 000 ლარიანი ჯარიმა ეკისრება, შესაბამისად გამოვიდა ₾4 000.
რეგისტრატორმა მაღალი რისკის მატარებელ ერთი კლიენტთან მიმართებით, მოთხოვნები არ შეასრულა. კერძოდ საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებაზე ნებართვის უქონლობის გამო.
შესაბამისად „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის ასევე 2 000 ლარი დაეკისრა.
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის 3 კლიენტთან მიმართებით გაუთვალისწინებელია რისკფაქტორები და ამ ნაწილში დაჯარიმდა 6 000 ლარით.
2 კლიენტთან მიმართებით დაუდგენელია საქმიანი ურთიერთობის არსი და ჯარიმა განისაზღვრა 4 000 ლარით.
10 000 ლარია გამოწერილი პროგრამული უზრუნველყოფის ელექტრონული სისტემის ხარვეზებით მუშაობისთვის.
სისტემა საჭიროა პირის სრულყოფილად იდენტიფიცირებისთვის, ქონების და ფულადი სახსრების წარმომავლობის მოკვლევისთვის, მ.შ. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის (21-ე მუხლის აღნიშნული ნაწილი ამოქმედდა 2023 წლიდან) ფლობის ნაწილში.
ეროვნული ბანკი, თავის უფლებამოსილების ფარგლებში, ადგილზე ინსპექტირების გზით, რეგულარულად ამოწმებს საფინანსო სექტორის სუბიექტებს. შემდეგ ფინანსური ინსტიტუტისთვის განისაზღვრება შესაბამისი რეკომენდაციები. სანქცირებით სები აუმჯობესებს შიდა კონტროლის მექანიზმებს.
„საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“ წინათაც იყო დაჯარიმებული.
რეგისტრატორის სამეთვალყურეო საბჭოს წარმოადგენს: ირაკლი კოსტავა, ზურაბ ქოქოსაძე, ანა კოსტავა.
დირექტორი - ვახტანგ აროშიძე.