თბილისი (GBC) - სილქი (სილქ ბანკის რებრენდინგის შემდეგ)  2025-საც ზარალით იწყებს. იანვრის ზარალი 1.5 მლნ ლარს აღემატება (01/2024 – 0. 408 მლნ;  + 26%Y.Y)

ხარჯების ზრდას მენეჯმენტი ახალი პროექტების დაფინანსების საჭიროებით ხსნის.  ბანკი ციფრული ტრანსფორმაციის რეჟიმშია.

ბანკის აქტივები წლიურად 30%-ით გაზრდილია. 01.02. 2025-ისთვის აქტივები 228 759 015 ლარია  (01.02.2024- ₾173 მლნ).

გაორმაგებულია ბანკის საკრედიტო პორტფელი და 134 მლნ ლარს შეადგენს (01.02.2024 - ₾ 60 მლნ)

სესხებში, საცალო პროდუქტების წილი სტაბილურად 25%-ის ფარგლებშია (L/Y- 26.6%). ძირითადი დაფინანსება კომპანიებსა და ინდმეწარმეებზე მოდის. 

ბანკმა 2024-ის ბოლოს კაპიტალიც გაზარდა, 10 მლნ-ით. ამ დროსთვის 60.5 მლნ ლარია (L/Y -57.6 მლნ)