თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ნათია თურნავას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს.

როგორც სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის იერონ კლიკისა და ალტერნატიული დირექტორის მარნიქს ვან რეის მილოცვაშია აღნიშნული, მოუთმენლად ელიან საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობის გაგრძელებას.

„გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულწრფელი მოლოცვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნასთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას და  წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში“, - ნათქვამია სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის მიერ ნათია თურნავასთვის გამოგზავნილ წერილში.

I ვიცე-პრეზოდენტი პრეზიდენტად გასულ კვირას დაინიშნა. სებ-ის საბჭოს 4 ახალი წევრითაც შეივსო და ცხრანი არიან.