თბილისი (GBC) - Visa-ს ახალი Tap to Add Card ტექნოლოგია ციფრულ საფულეში ბარათის დამატებას უფრო მარტივს და უსაფრთხოს ხდის

Visa საქართველოში Tap to Add Card ტექნოლოგიას ნერგავს. ინოვაციური ტექნოლოგია ბარათის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, მობილური მოწყობილობის ერთი შეხებით, დაამატონ Visa-ს უკონტაქტო ბარათი ციფრულ საფულეში.

Tap to Add Card უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და კომფორტს ციფრული გადახდებისას, ის მომხმარებლებს ინფორმაციის ხელით შეყვანის დამღლელი პროცესისგან ათავისუფლებს, რომლის დროსაც შეცდომების დაშვების ალბათობა იზრდება და თაღლითებისთვის ბარათის მონაცემებზე წვდომა მარტივდება.

Tap to Add Card-ის გამოყენებისას, გენერირდება უნიკალური, ერთჯერადი კოდი, რომელიც მოწმდება Visa-ს Chip Authenticate სერვისით, რაც ბარათის მონაცემების უსაფრთხო გადატანას უზრუნველყოფს. Tap to Add Card ტექნოლოგია, ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, უფრო მოქნილი და დაცული ალტერნატივაა.

"მოხარულები ვართ, რომ უკვე საქართველოშიც, Tap to Add Card-ის მეშვეობით უსაფრთხოებასა და სიმარტივეს ვთავაზობთ მომხმარებლებს”, აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში. “ეს ტექნოლოგიური გადაწყვეტა ციფრულ საფულეში ბარათის დამატებისას, პირად მონაცემებს თანამედროვე მექანიზმებით იცავს. ჩვენ გვჯერა, რომ Tap to Add Card ხელს შეუწყობს საქართველოში ციფრული საფულეების ფართოდ გამოყენებას, რადგან ის აუმჯობესებს მომხმარებელთა გამოცდილებას და უსაფრთხოების მნიშვნელოვან გამოწვევებს წარმატებით პასუხობს“.

ემიტენტებისთვის Tap to Add Card-ს შეუძლია შეამციროს თაღლითობასთან დაკავშირებული რისკები და ხარჯები, გაამარტივოს საფულეში ბარათის დამატების პროცესი, რაც შეამცირებს მომხმარებელთა მიმართვებს და გაზრდის წარმატებით შესრულებული ტრანზაქციების მაჩვენებელს.

 

Visa-ს შესახებ

 

Visa (NYSE: V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური,მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge