თბილისი (GBC) – TBC Bank Group PLC-ის (TBC PLC) დირექტორთა საბჭო, რეკომენდაციას უწევს საბოლოო დივიდენდის განაწილებას, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება აქციონერთა დამტკიცებას ექვემდებარება.
რეკომენდაციის თანახმად, ჯგუფი 2024 წლის მეორე ნახევრის ₾5.55 ლარის დივიდენდს გადაიხდის TBC PLC-ის თითო აქციაზე (საბოლოო დივიდენდი).
დამტკიცების შემთხვევაში, საბოლოო დივიდენდი აქციონერებზე 2025 წლის 11 ივლისს განაწილდება, რომლებიც წევრების რეესტრში 2025 წლის 6 ივნისისთვის იქნებიან.
დივიდენდის განაწილებისთვის ვალუტის კონვერტაციის თარიღად 13 ივნისი განისაზღვრა, ხოლო უშუალოდ კურსი სების მიერ 9-13 ივნისის 5-დღიანი საშუალო კურსით დაითვლება (₾/£).
საბოლოო დივიდენდი, 2024 წლის 11 ნოემბერს გადახდილ TBC PLC აქციაზე 2.55 ლარის შუალედურ დივიდენდთან ერთად, ჯამში მთლიან დივიდენდს 2024 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლისთვის ₾8.10 ლარს შეადგენს თითო აქციაზე, რაც 12%-ით მეტია 2023-ში განაწილებულ დივიდენდთან შედარებით.
ამით 2024 წლისთვის დივიდენდის გადახდის მთლიანი კოეფიციენტი 35%-მდეა და მთლიანი განაწილება/წმინდა მოგების 39%-მდეა, მათ შორის ₾50 მლნ ლარის აქციების გამოსყიდვის გათვალისწინებით.