თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-მ (TBC PLC) 2025 წლისთვის სამიზნე ფინანსური მაჩვენებლებისა და მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში მიღწეული შედეგები შესახებ განაცხადა. 2025 წლისთვის ჯგუფის მიზანია ციფრული აქტიური მომხმარებლების რაოდენობის 7 მლნ-მდე ზრდა. ციფრული არხების გაფართოებითა და ტექნოლოგიური განვითარების ჩართულობით, თიბისი კიდევ უფრო მიზანმიმართულად მუშაობს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე და მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

ჯგუფის გეგმაში ასევე შედის ₾1.5 მლრდ ლარის წმინდა მოგების მიღწევა, რომელიც საშუალო წლიური ზრდის ტემპით (CAGR) 15%-ზე მეტი იქნება. ამ მიზნის განსახორციელებლად, თიბისი აპირებს განაგრძოს ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესება და ახალი პროდუქტების დანერგვა, რაც მოგების ზრდას უზრუნველყოფს. სამიზნე მაჩვენებლიდან, ₾200 მლნ-ზე მეტის აკუმულირებას, უზბეკეთის ბაზრიდან გეგმავს.

ჯგუფის გეგმით, 2025-ში კაპიტალზე უკუგება (ROE) 23%-ზე მეტი იქნება, რაც 9M24-ის მონაცემებით წლიურად 0.8პ.პ-ით შემცირებული 26.2%-იანი მაჩვენებელია.

დივიდენდის გადახდის მხრივ კი, თიბისი ჯგუფი გეგმავს, რომ 2025 წლისთვის უცვლელად, დივიდენდის გადახდის კოეფიციენტის მოგების 25-35%-ზე შენარჩუნებას გეგმავს.

2024 წლის 9 თვის შედეგებით ჯგუფმა 5.9 მლნ ციფრული აქტიური მომხმარებელი დააფიქსირა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ჯგუფის წმინდა მოგება 9M24-ში ₾973 მლნ-ს შეადგენს (+15% y.y).

შეგახსენებთ, ჯგუფი 11 ნოემბერს, 2024-ის ნახევარწლიური დივიდენდის განაწილებას გეგმავს ₾2.55-ის ოდენობით თითო აქციაზე, ხოლო ამავდროულად 2024-ში ₾50 მლნ-ის ღირებულების აქციების გამოსყიდვის პროგრამა აქვს დამტკიცებული, რომლის მიზანიც კაპიტალის შემცირებით, ინვესტორებისთვის სარგებლის გაზრდაა.