თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-მ (TBC PLC) სტრატეგიული მიმოხილვის ფარგლებში TNET-ის განვითარების ახალი მიმართულებები გამოავლინა და განაცხადა, რომ ჯგუფისთვის TNET-ის GMV-ის (მთლიანი საქონლის ღირებულება/ პლატფორმის მეშვეობით გაყიდული საქონლის მთლიანი ღირებულება) ₾500 მლნ-მდე ზრდა აღარ იქნება ძირითადი ფინანსური მიზანი. შესაბამისად, ამ მაჩვენებლის კონკრეტულ სამიზნე ოდენობას აღარ განსაზღვრავენ.

ჯგუფი გეგმავს TNET-ის კლასიფიკაციების ბაზრის ლიდერობის განმტკიცებას  „TNET კვლავ ლიდერია საქართველოში ონლაინ-კლასიფიკაციების, ბილეთებისა და ფასდაკლების კუპონების ბაზარზე, სადაც 50%-ზე მეტი წილი და დაახლოებით 1.6 მლნ მომხმარებელი ჰყავს. ჯგუფის სტრატეგიული მიზანია ამ პოზიციის გამტკიცება და ახალი, დამატებითი სერვისების შეთავაზება“.

TBC PLC ასევე ელექტრონული კომერციის სტრატეგიის გადახედვას გეგმავს. ელექტრონული კომერციის ბაზრის კონკურენტული გარემო არსებითად შეიცვალა, რის გამოც ჯგუფმა გადაწყვიტა, ბაზრის ლიდერ საცალო მომხმარებელი-მომხმარებლის (C2C) მოდელზე ორიენტირდეს, სადაც მესამე მხარეები უზრუნველყოფენ ყველა სერვისს, მათ შორის საქონლის, დისტრიბუციისა და ლოგისტიკის მიწოდებას.

ჯგუფის გეგმებში ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტი TNET-ის ეკოსისტემაში თიბისის ფინანსური გამოცდილების ჩართვა გადახდების და საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება იქნება. ჯგუფი ამ მიმართულების მომგებიან ზრდას გეგმავს.

შეგახსენებთ, ჯგუფში შემავალი TNET-ი 10 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს