თბილისი (GBC) - ევროკომისია პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ინდექსის საერთაშორისო რეიტინგს აქვეყნებს, რომელსაც საერთაშორისო შემფასებელი ავტორიტეტული ორგანიზაცია ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი (IEP) აწარმოებს. რეიტინგის მიხედვით დგინდება, რომ პოზიტიური მშვიდობის ინდექსით, საქართველო რეგიონში პირველია.
ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) ინფორმაციით, 2024 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველო ექვსი ადგილით დაწინაურდა, 49-ე პოზიციაზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი მიიღო. ამასთან, პოზიტიური მშვიდობის და სამომავლო მშვიდობის ტრაექტორიის აღმწერ საკვანძო მიგნებებში საქართველო მდგომარეობის ისტორიული გაუმჯობესებით პროგრესის გლობალურ მაგალითად არის წარმოდგენილი.
საქართველო, როგორც გამორჩეულად წინ მიმავალი ქვეყანა პოზიტიური მშვიდობის შარშანდელ ანგარიშშიც დასახელდა. კერძოდ, 2023 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსით მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა და ათწლიანი გაუმჯობესებით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.
ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) ინფორმაციით, პოზიტიური მშვიდობის ინდექსით, რეგიონში საქართველოს შემდეგ მოდის: სომხეთი - 54 პოზიციით, მე-60 ადგილზეა მოლდოვა, 66-ზე უკრაინა, თურქეთი - 91, რუსეთი - 93, აზერბაიჯანი - 104.