თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4%-ით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.2%-იანი კლებით, რამაც -0.64პ.პ შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

საქსტატის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.8%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 20.3%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 4.1%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 3.14 და 2.47პ.პ შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 19.2%-ით.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2024 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსები (წინა თვესთან და წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით) და მის ფორმირებაში მონაწილე ხარჯების კატეგორიების შესაბამისი წვლილები.