თბილისი (GBC) – შპს TBC Capital–მა უზბეკეთის ბაზარზე საინვესტიციო შუამავლად ოპერირების ლიცენზია  5 დეკემბერს მიიღო.

კომპანიამ 2025 წლის 18 ნოემბრიდან ოფიციალურად დაიწყო მუშაობა რესპუბლიკურ საფონდო ბირჟაზე „ტოშკენტ“ საბროკერო ნომრით 503.

უზბეკური მედია წერს, რომ TBC Capital–ის შესვლა საფონდო ბირჟაზე ქვეყნის საფონდო ბაზრის განვითარებისადმი დიდი ინტერესის გამომხატველია.

ბაზრის ექსპერტების აზრით, TBC Capital–ს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს უზბეკეთის საფინანსო სექტორის გაძლიერებასა და მოდერნიზებაში.