თბილისი (GBC) – TBC Bank Group PLC-ის (TBC PLC) უმოქმედო სესხებმა (NPL) 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, უზბეკეთში ₾280 მლნ შეადაგინა, რაც 14.2%-ითაა გაზრდილი (q.q).
ამავე პერიოდში უმოქმედო სესხების წილმა მთლიან სესხებთან მიმართებით უზბეკეთში 11.8% შეადგინა, რაც ივნისის პერიოდთან შედარებით 1.2 პ.პ-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამავე დროს, საქართველოში უმოქმედო სესხების წილმა მთლიან სესხებთან მიმართებით 2.6% შეადგინა, რაც 0.1 პ.პ-ით შემცირებული მაჩვენებელია (q.q).
საერთო ჯამში, სექტემბრის მდგომარეობით უმოქმედო სესხების ოდენობამ საქართველოში ₾794.2 მლნ შეადგინა, 1%-ით მეტი (q.q). ზრდა უმოქმედო საცალო სესხების მატებამ გამოიწვია (+10.7%), რომელიც მთლიან მაჩვენებელში უმოქმედო CIB-ისა (-3.9%) და MSME (მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები) სესხების (-2.5%) მაჩვენებელმა დააბალანსა.
მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები როგორც კლების, ისე ზრდის მიმართულებით იყო (ჯამური ზრდით 4.1% q.q), მთლიან სესხებთან მიმართებით, უმოქმედო სესხების წილი ივნისის მსგავსად კვლავ 3.3%-ია.
გასათვალისწინებელია, რომ საანგარიშო პერიოდში NPL-ის გაუფასურების რეზერვი გადაფარვის კოეფიციენტი ჯგუფის დონეზე 119.1%-ია, მაშინ, როცა მარეგულირებლის მოთხოვნა 67.2%-ია. საქართველოში მარეგულირებლის მოთხოვნა 52.6%-ია, როცა ჯამური გადაფარვის კოეფიციენტი ჯგუფს 122.8%-იან დონეზე აქვს შენარჩუნებული. უზბეკეთში კი 108.5%-იანი მარეგულირებლის მოთხოვნა 108.5%-ზე აქვს შენარჩუნებული.
