თბილისი (GBC) „თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 30 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამა წარმატებით დაასრულა

“თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 30 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-4 და ბოლო ტრანშის სახით, 10 მილიონი აშშ დოლარის, 2-წლიანი, საჯარო ობლიგაციები  საქართველოს საფონდო ბირჟაზეც დაეშვება.

საპროცენტო განაკვეთი 8%-ით განისაზღვრა, რაც “თეგეტას” დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებს შორის, ყველაზე დაბალი განაკვეთია. ინვესტორები სარგებელს 6 თვეში ერთხელ მიიღებენ, ობლიგაციების ძირი თანხა კი 2027 წლის აპრილში დაიფარება.

ამ ემისიით, კომპანიამ 2024 წლის აპრილში გამოცხადებული ობლიგაციების პროგრამა დაასრულა.

„მასშტაბური პროგრამა ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ როგორც წამყვანი საინვესტიციო ბანკი", - თიბისი კაპიტალის დირექტორმა ოთარ შარიქაძემ აღნიშნა, რომ საინვესტიციო ბანკი 2024 წელს ჯამში 620 მლნ ლარზე მეტი მოცულობის ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში მონაწილეობდა. სულ 16 ტრანზაქციაში (IFI ობლიგაციების გამოკლებით), რაც ბაზრის 60%-ია.

თეგეტა უმსხვილესი საავტომობილო კომპანიაა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რომელიც მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს მსუბუქი, სატვირთო, სამშენებლო, კომერციული, სამგზავრო და ინდუსტრიული ტრანსპორტის მიმართულებით.

ქვეყანაში 28 სერვის ცენტრი აქვს. 300-მდე მსოფლიო ბრენდის პარტნიორია. მ.შ. Porsche, Lamborghini, Bentley, Toyota, Mazda, Volvo, Man, JCB, Bridgestone, Michelin, Pirelli, Shell, Petronas...