თბილისი (GBC) - SMS სერვისზე თიბისიც საკომისოს აწესებს.
25 მარტიდან, ნებისმიერის ტიპის ბარათით ტრანზაქციებზე შეტყონებების მიღება მხოლოდ ფასინი sms ბანკით იქნება შესაძლებელი, თვეში 1 ლარად.
იგულისხმება ნაშთის ცვლილების ოპერაციები, შესაბამისად კონვერტაციაც. სხვა შეტყობინებები, რომელიც სასესხო და საანაბრე პროდუქტს ახლავს. მათ შორის სასესხო შენატანის ვადის მოახლოების ან სხვა შემახსენებელი ცნობები სტანდარტულად უფასო რჩება.
ამ დროისთვის წამყვანი ბანკების ხუთეულში (აქტივების მიხედვით) მხოლოდ თიბისი იყო გამონაკლისი უფასო sms სერვისით.
ანალოგიური ტარიფი აქვს ლიბერთი, რომელმაც უფასო SMS ბანკი გასული წლის მიწურულს გააუქმმა. 1 ლარია
საქართველოს ბანკის ტარიფი. 2 ლარს აფასებს ბაზისბანკი, კრედოს მომხმარებელს კი აღნიშბული სერვისის მიღება 38 თეთრად შეუძლია.