თბილისი (GBC) - სების პრეზიდენტმა 2024 წლის ანგარიშის პარლამენტშის წარდგენისას სსფ-ის მოახლოებულ ვიზიტზე გაამახვილა ყურადღება, მე-4 მუხლის პროგრამის ფარგლებში.

ნათია თურნავას თქმით, სსფ-ს მიდგომა ძალიან პარტნიორული და დადებითია. მისიის ფარგლებში კი სების მიზანია ყველა იმ საკითხის გაანალიზება, რაც ამ დრომდე სავალუტო ფონდისთვის შესაძლოა ღიად იყო მიჩნეული.

„მიგვაჩნია, რომ პროგრამის მიხედვით, თუ კი რაიმე საშუალოვადიანი მიზნობრივი მაჩვენებელი არსებობდა, იქნება ეს ფისკალური თუ მონეტარული სექტორი, ყველაფერი გადაჭარბებით არის შესრულებული. სხვა ღია საკითხები, რაც არსებობდა, ვთვლით, რომ ამოწურულია და არაფერი უშლის ხელს ჩვენ შემდგომ თანამშრომლობაზე საუბარს" - განაცხადა ნათია თურნავამ.