თბილისი (GBC) - ნათია თურნავამ, მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეულის გახსნაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელმა ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ გამოწვევებსა და აღსრულების მექანიზმებზე იმსჯელა.
სებ-ის პრეზიდენტმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის სებ-ის აქტივობებზე აღნიშნა. მ.შ. საკანონმდებლო ცვლილებებზე. ასევე სექტორთან ზედამხედველის მუდმივ კავშირზე.
მან გამოყო უფლებების დაცვის წესში შეტანილი ცვლილებები. ასევე დამატებითი მარეგულირებელი მოთხოვნები, PSP-ისთვის დაწესებული (PSP- საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, იგივე ელექტრონული საფულე).
უფრო დეტალურად გაიწერა მომხმარებლების პრეტენზიაზე რეაგირების მექანიზმი. ასევე ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება, რომლის დაცვაც პროვაიდერებს 15 აპრილიდან მოუწევს.
გამკაცრდა ზედამხედველობა. რისკებზე დაფუძნებულ ზედამხედველობა მარეგულირებელ ნორმებთან სექტორის შესაბამისობაზეა ორიენტირებული.
თურნავამ დააანონსა საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგია, რომლის პროექტს საზოგადოებას წელს გააცნობს.
სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა მომხმარებელთა გაზრდილ პრეტენზიებზე, რაზეც რეაგირების შარშან მოქმედი მექანიზმი ეფექტური აღმოჩნდა.
საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებულ დავებს იხილავს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია, რომელიც 2023 წლის ბოლოს ჩამოყალიბდა.
2024 წელს განხილული 90-მდე დავის 85% მომხმარებლების სასარგებლოდ დასრულდა და 300 000 ლარი ანაზღაურდა.
კვირეულის ფარგლებში, მთავარი აქცენტი შშმ მომხმარებელთა ინკლუზიის ხელმისაწვდომობაზე გაკეთდა. 6 მარეგულირებელი უწყების მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ სპეციალურად შემუშავებული მასალების პრეზენტაცია გაიმართა.
კვირეულის გახსნით ღონისძიებას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავაც ესწრებოდა.
III საერთაშორისო კვირეული 10-15 მარტს თბილისში, ახალქალაქში, ზუგდიდსა და ბათუმში იმართება და
მონაწილეობენ მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლები; პარლამენტის, ცენტრალური და რეგიონული მთავრობის წევრები; საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს ყრუთა და უსინათლოთა კავშირების წევრები, ბიზნესი, აკადემიური და არასამთავრობო სექტორი.
მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებაა.