თბილისი (GBC) - მიმდინარე წლის 1-20 მაისის პერიოდში, ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის 31 ფაქტი აღიკვეთა.  

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური და კუთვნილი ბარგის ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა - ჯამში 22 700 ევრო, 286 750 აშშ დოლარი და 117 545 500 რუსული რუბლი აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით - 5 111 090 ლარი შეადგინა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეებს საბაჟო კოდექსის 169 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილის თანახმად სანქციის სახით,  ჯარიმა ჯამში 484 983 ლარის ოდენობით შეეფარდათ.