თბილისი (GBC) - ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, ევროპიდან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას უცხო პირებმა კვერცხები სალომე ზურაბიშვილსაც დაუშინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი" ავრცელებს. 

ჯერჯერობით ინციდენტის ამსახველი კადრები მედიაში არ გავრცელებულა.

აღნიშნულს გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია, რომელიც წერს:  „წარმოიდგინეთ, შეშინებული ივანიშვილი ბიძინას სახე, როდესაც ქალზე კვერცხებით თავდასხმის ბრძანებას გასცემდა და გაიხსენეთ ყოველთვის, როცა ივანიშვილი ბიძინა ღირსებაზე, სამშობლოს სიყვარულზე და ქართულ ტრადიციებზე დაგვიწყებს საუბარს.

ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს”.

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი კი X-ზე წერს: "ივანიშვილის სასტიკი რეჟიმი თავს დაესხა საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას. საკმარისია! საქართველო ეშვება კოშმარულ დიქტატურაში, რომელიც სრულ შესაბამისობაშია აშშ-ის მოწინააღმდეგეებთან.

ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებელი სანქციები და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“.