თბილისი (GBC) – გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პარასკევს, 12 აპრილს გაიმართა. პრემიერი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ხუთშაბათს, 11 აპრილს გაემართა.

ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა უმასპინძლა.

ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.