თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გურიის რეგიონს სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოეყო.

გამოყოფილი თანხა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე განაწილდება.

განკარგულების თანახმად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - 1 228 062 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს - 794 968 ლარი, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს - 546 018 ლარი გამოეყოფა.

განკარგულებას ხელი საქართველოს ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

გურიაში დიდთოვლობა 21 თებერვალს დაიწყო და ერთ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა.

სტიქიის შედეგად გურიაში 2, ხოლო აჭარაში ერთი ადამიანი დაიღუპა.

2024 წლის მონაცემებით, გურიის რაიონში 101 900 კაცი ცხოვრობს, აქედან სოფელში - 71 300. რეგიონში პენსიას იღებს 27 837 ადამიანი, სოციალურ დახმარებას - 5 846.