თბილისი (GBC) – საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან, სადაც დღეს, 12 თებერვალს, ირაკლი კობახიძის მთავრობის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს, ათამდე ახალგაზრდამ საპროტესტო აქცია მოაწყო, სადაც გაშლილი აქვთ პლაკატი წარწერით „ირაკლი გავრილოვი“. 

აქციის მონაწილე ახალგაზრდები იგივე ტექსტს სკანდირებენ.

საპროტესტო აქციის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.