თბილისი (GBC) - თბილისის მერს, კახა კალაძესა და საქართველოს მე-6 პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს შესთავაზეს, 2025 წელს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები რუსეთის ნაკრებს ეთამაშოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ ამ ინიციატივით მათ საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის სპარტაკის მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა მიმართა.

„გადადგით მშვიდობიანი და აუცილებელი ნაბიჯი კეთილმეზობლური ურთიერთობების გასაძლიერებლად. ჩვენ ერთიანები ვართ მე-18 საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც ერთობლივად გადავწყვიტეთ ტერიტორიული საკითხები და გავაფართოვეთ საქართველოს საზღვრები!“ – განაცხადა კავაზაშვილმა.