თბილისი (GBC) – საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ ხიდურელი დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა.
მიხეილ ხიდურელი აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე, წლების განმავლობაში, სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელობდა.
მისი დანიშვნა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე განხორციელდა.