თბილისი (GBC) - მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური ავრცელებს განცხადებას, მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩისთვის ერნსტ პეტერ ფიშერისთვის სავარაუდოდ იჯარით გაცემისას, საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების თაობაზე.

შემოსავლების სამსახური წერს, რომ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა და ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით გატარდება კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები.