ლარის საიუბილეოდ თბილისი პირველ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
კონფერენციაში მსოფლიოს
30-მდე ქვეყნიდან ჩამოსული
300-ზე მეტი სტუმარი
მონაწილეობს. მათ შორის
არიან ბელგიის, ისლანდიის,
რუმინეთის, ბულგარეთის,
უნგრეთის, მონტენეგროს,
აზერბაიჯანის, თურქეთის,
სომხეთის, ისრაელის,
ინდოეთის, საუდის
არაბეთისა და სხვა
ქვეყნების ცენტრალური
ბანკების ხელმძღვანელი
პირები, საქართველოს
მთავრობისა და
პარლამენტის წევრები.
მოწვეულ სტუმრებს შორის
ასევე არიან საერთაშორისო
საფინანსო ინსტიტუტების -
შავი ზღვის ვაჭრობისა და
განვითარების ბანკის,
აზიის განვითარების
ბანკის, მსოფლიო ბანკის და
საერთაშორისო სავალუტო
ფონდის, ასევე მსხვილი
საერთაშორისო კომპანიების
- Gojo & Company, Ant International-ის, The Global Finance &
Technology Network-ის, ასევე
საქართველოს საფინანსო
სექტორისა და
ბიზნესასოციაციების
წარმომადგენლები.კონფერენციას
გახსნის საქართველოს
ეროვნული ბანკის
პრეზიდენტი ნათია თურნავა.
ღონისძიების სტუმრები
მოისმენენ კოლუმბიის
უნივერსიტეტის პროფესორის
ჯეფრი საქსის
მილოცვას.შეკრებილი
სტუმრების წინაშე ასევე
წარსდგებიან სორბონის
უნივერსიტეტის, ბრეტონ
ვუდსის ახალი კომიტეტისა
და სხვა ცნობილი
ორგანიზაციების
წარმომადგენლები და
ფინანსური სექტორის
მაღალი რანგის
ექსპერტები.პანელური
დისკუსიების მონაწილეები
იმსჯელებენ ისეთ თემებზე,
როგორებიცაა გლობალური
ფინანსური სისტემები და
მონეტარული პოლიტიკა,
ინიციატივები საფინანსო
სექტორში, ახალი
გამოწვევები და
ცენტრალური ბანკების როლი
რეგიონული თანამშრომლობის
განვითარებაში და
სხვა.აღსანიშნავია, რომ
ლარის საიუბილეო წლის
განმავლობაში ეროვნული
ბანკი სხვადასხვა
აქტივობებს გამართავს.
დაგეგმილია ლარი 30-ის
საკოლექციო ოქროს,
ვერცხლისა და
სპილენძ-ნიკელის
მონეტების პრეზენტაცია და
რეალიზაცია, საკოლექციო
დანიშნულების ბანკნოტისა
და მარკის გამოშვება. გარდა
ამისა, გამოიცა სებ-ის
განახლებული
სამეცნიერო-ანალიტიკური
ჟურნალი, ქართული ფულისა და
ლარის კატალოგები. მთელი
წლის განმავლობაში
ქვეყნის მასშტაბით ასევე
ჩატარდება სხვადასხვა
საგანმანათლებლო და
სამეცნიერო
აქტივობები.ლარი ქვეყნის
ეროვნულ ვალუტად 1995 წლის 25
სექტემბრიდან შემოიღეს,
ხოლო ამავე წლის 2
ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ
ტერიტორიაზე ერთადერთ
კანონიერ საგადამხდელო
საშუალებად გამოცხადდა.
სიტყვა „ლარი" ძველი
ქართული სიტყვაა და
ნიშნავს განძს, ქონებას,
ხოლო, „თეთრი" XIII საუკუნიდან
დამკვიდრებული ქართული
სამონეტო ტერმინია.
1748584315