თბილისი (GBC) - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბალტიის რეგიონში გაემგზავრა. სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით ვილნიუსს, რიგასა და ტალინს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბიშვილის პრეს სამსახური ავრცელებს.

პრეს სამსახურის ცნობით, ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მეხუთე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე და ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.