თბილისი (GBC) – American Express Company–ის შვილობილი კომპანია რუსეთში „ამერიკან ექსპრეს ბანკი“ ლიკვიდაციის შესახებ განცხადებას აკეთებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

American Express–მა ჯერ კიდევ მარტში განაცხადა რუსეთში და ბელარუსში მუშაობის შეწყვეტის შესახებ. ამ გადაწყვეტილებას კომპანია უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებულ თავდასხმას უკავშირებს. შედეგად, რუსული და ბელარუსული საბანკო ბარათები უცხო ქვეყნებში აღარ იმუშავებს, უცხოური ბარათები კი რუსეთსა და ბელარუსში უკვე რამდენიმე თვეა, აღარ მუშაობს.