თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის $172 მლნ-ის ღირებულების HAWK Phase III სარაკეტო სისტემების და $150 მლნ-ის ღირებულების Bradley-ს ტიპის საბრძოლო მანქანების მიწოდება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, Hawk-ის სისტემების მთავარი კონტრაქტორები Sielman Corp და RTX Corp არიან, ხოლო Bradley-ს მანქანების – BAE Systems, Leonardo DRS Inc და Renk Group AG.

ამასთან, აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ორივე ტიპის შეიარაღება უკვე მიეწოდება უკრაინას.