საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
მეორე სეზონში, 8 მონაწილე 7
ტურის განმავლობაში
სხვადასხვა შემოქმედებით
გამოწვევას შეასრულებს.
გამარჯვებულს კი ფულადი
პრიზი - 20 000 ლარი
გადაეცემა.CREATOR საქართველოს
ბანკის პროექტია, რომელიც
ქართული YouTube ეკოსისტემის
განვითარებას და კონტენტ
კრეატორების მხარდაჭერას
ისახავს მიზნად. პროექტი
მონაწილეებს
შესაძლებლობას აძლევს,
პროფესიონალი ჟიურისა და
მოწვეული მენტორების
დახმარებით გაიარონ
ვიდეოს შექმნის სრული
პროცესი - იდეის
დამუშავებიდან საბოლოო
პროდუქტის
გამოქვეყნებამდე.პირველი
სეზონის ფარგლებში
პროექტში მონაწილეობის
სურვილი 500-მდე დამწყებმა
იუთუბერმა გამოთქვა,
მათგან კი 9 მონაწილე
შეირჩა. CREATOR-მა იუთუბერებს
მისცა შესაძლებლობა,
გაეფართოებინათ საკუთარი
აუდიტორია, მიეღოთ
პროფესიული უკუკავშირი და
გასცნობოდნენ კონტენტის
შექმნის სხვადასხვა
ეტაპს.CREATOR-ის მეორე სეზონის
ფარგლებში, შეიცვალა
შეფასების სისტემა - თუ
პირველ სეზონში თითოეული
დავალება დამოუკიდებლად
ფასდებოდა, ახლა
მონაწილეების შედეგებს
მთელი სეზონის
განმავლობაში დაგროვებული
ქულები განსაზღვრავს.
შესაბამისად,
წარმატებისთვის
მნიშვნელოვანია არა
მხოლოდ ცალკეულ
დავალებაში კარგი შედეგის
მიღწევა, არამედ
თანმიმდევრულობა,
განვითარება და პროცესში
მუდმივი
ჩართულობა.ამასთან, თუ
პირველ სეზონში
განაცხადის შევსება
მაქსიმუმ 5 000 გამომწერის
მქონე არხებს შეეძლოთ, ახლა
მონაწილეობის მიღება 10
000-მდე გამომწერის მქონე
კრეატორებსაც
შეუძლიათ.მეორე სეზონის
განმავლობაში მონაწილეებს
სხვადასხვა ტიპის
დავალება და
შემოქმედებითი გამოწვევა
ელით. მათ ნამუშევრებს
შეაფასებენ პროექტის
ჟიურის წევრები – მახარა,
კაკო და ჰიტა. შეფასების
გარდა, ჟიურის წევრები
მონაწილეებს საკუთარ
გამოცდილებასა და
რეკომენდაციებსაც
გაუზიარებენ,
დაეხმარებიან კონტენტის
განვითარების გზების
დანახვაში, ანალიტიკისა და
აუდიტორიის უკუკავშირის
გამოყენებაში.შეგახსენებთ,
რომ პროექტში
მონაწილეობის მისაღებად
ძვირად ღირებული ტექნიკის
ან უკვე ჩამოყალიბებული
დიდი აუდიტორიის ყოლა
აუცილებელი არ არის.
შეფასებისას მთავარი
ყურადღება ეთმობა იდეას,
ვიდეოს შინაარსს,
კრეატიულობასა და
დავალებასთან
შესაბამისობას. სწორედ
ამიტომ, CREATOR განსაკუთრებით
საინტერესო შესაძლებლობაა
მათთვის, ვისაც საკუთარი
სათქმელი აქვს, ახალი
იდეების განხორციელება
სურს და კონტენტის შექმნას
პროფესიული განვითარების
მიმართულებად
განიხილავს.„საქართველოს
ბანკისთვის ქართული YouTube
ეკოსისტემის განვითარების
ხელშეწყობა მნიშვნელოვანი
მიმართულებაა. გვჯერა, რომ
ამ სივრცეს განვითარების
დიდი პოტენციალი აქვს და
გვინდა, ჩვენი წვლილი
შევიტანოთ მის
გაძლიერებაში. სწორედ
ამიტომ, განსაკუთრებით
გვიხარია, რომ პროექტი CREATOR-ი
მეორე სეზონით ბრუნდება.
პირველი სეზონის
გამოცდილებამ კიდევ
ერთხელ დაგვანახა,
რამდენად მნიშვნელოვანია
დამწყები კრეატორებისთვის
ისეთი შესაძლებლობების
შექმნა, რომლებიც მათ
საკუთარი პოტენციალის
გამოვლენასა და პროფესიულ
განვითარებაში
დაეხმარება. ახალი სეზონით
გვინდა, კიდევ უფრო მეტ
დაინტერესებულ ადამიანს
მივცეთ შესაძლებლობა,
მიიღონ ცოდნა, პრაქტიკული
გამოცდილება და
პროფესიული უკუკავშირი,
გადალახონ საწყისი
ბარიერები და საკუთარი
იდეები საინტერესო
კონტენტად აქციონ“, -
აღნიშნავს მარიამ ცანავა,
საქართველოს ბანკის
ბრენდის მიმართულების
ხელმძღვანელი.CREATOR-ის მეორე
სეზონის ეპიზოდები YouTube-ზე
იანვრიდან გამოქვეყნდება.
თვალი ადევნეთ
საქართველოს ბანკის YouTube
არხს @argacherde(R)
1793375520