თბილისი (GBC) – რუსეთის მთავარმა დიპლომატმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ ვერ დაარწმუნებს თურქეთის ხელისუფლებას შავ ზღვაზე ნაოსნობის წესების შეცვლაში, რაც ბოსფორის სრუტეში სამხედრო გემების გატარებას გულისხმობს. მანამდე პენტაგონის ხელმძღვანელის თანაშემწემ სელესტა უოლანდერმა ისაუბრა ვაშინგტონის სურვილზე, ბოსფორზე ნაოსნობის წესების შერბილებასთან დაკავშირებით.

„არ მგონია, ეს გამოუვიდეთ“, – თქვა ლავროვმა და თურქი კოლეგების სიტყვები მოიყვანა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი კვლავაც მონტრეს კონვენციით იხელმძღვანელებენ.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ თურქეთმა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების შესვლა აკრძალა, რასაც სრუტეებთან დაკავშირებით მონტრეს კონვენციის მეცხრამეტე მუხლი ითვალისწინებს.