თბილისი (GBC) –  პოლონეთში მომხდარი აფეთქებები რუსეთ–უკრაინის ომის ახალი ეტაპია, NATO-ს ბლოკმა ამაზე ადეკვატური რეაგირება უნდა მოახდინოს, განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსადამ, რომელსაც დასავლური მედია ციტირებს. 

მისი თქმით, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ აცნობა, რომ ვარშავა აპირებს NATO-ს მეოთხე მუხლის საკითხზე კონსულტაციების ინიცირებას აპირებს.

„პოლონეთის პრეზიდენტმა მომაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რაც წუხელ მოხდა და სხვა ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკებების შესახებ. მითხრა, რომ დღეს პოლონეთი მიმართვას გააკეთებს NATO-ს მეოთხე მუხლის აქტივიზაციის მოთხოვნით“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

NATO-ს მეოთხე მუხლი გულისხმობს ალიანსის წევრი ქვეყნების კონსულტაციებს იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერ მათგანს ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის ან უსაფრთხოების პრობლემა შეექმნება.

პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვრიდან 8 კილომეტრში მდებარე სოფელში სამშაბათს საღამოს ორი რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.