თბილისი (GBC) – რუსეთის უშიშროების სამსახურმა, აშშ-ის სადაზვერვო სააგენტო ათასობით iPhone-ის გატეხვაში დაადანაშაულა.

საქმე ეხება რუსეთისა და სხვა ქვეყნის  დიპლომატიური მისიებისა და საელჩოების მობილურ ტელეფონებს.

FSB ამტკიცებს, რომ Apple Inc მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ის დაზვერვასთან და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურთან. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ თავდასხმები დაკავშირებულია ნატოს ქვეყნების, ისრაელისა და ჩინეთის დიპლომატებთან რეგისტრირებულ SIM ბარათებთან.

მულტინაციონალური, მაგრამ რუსული ფესვების მქონე კიბერუსაფრთხოების კომპანია Kaspersky Lab, ასევე ამბობს, რომ მათი თანამშრომლების ტელეფონებიც გატეხილია აღნიშნული თავდასხმის დროს.