თბილისი (GBC) – პენტაგონმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ილონ მასკის კუთვნილ კომპანია SpaceX–თან უკრაინისთვის Starlink ტერმინალების და თანამგზავრული კავშირგაბმულობის მომსახურებაზე კონტრაქტი გააფორმეს. 

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, პენტაგონი კონტრაქტის დეტალებს არ ასაჯაროებს, ოპერატიული უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

უკრაინელი სამხედროები Starlink–ს რუსეთის თავდასხმიდან დღემდე სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ, მათ შორის ბრძოლის ველზე კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად.