თბილისი (GBC) – საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისე დატოვა ვაშინგტონი, რომ ვერ შეძლო თეთრი სახლისგან უკრაინის მხარდაჭერის გარანტიის მიღება და ვერც ტრამპი დაარწმუნა, გადახედოს საკუთარ პოლიტიკას უკრაინაში მიმდინარე ომთან მიმართებით. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მაკრონი, მის კვალდაკვალ კი ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი, რომელიც თეთრ სახლში კვირის ბოლოს ჩადის, მორყეული ტრანსატლანტიკური კავშირის გამაგრებას ცდილობენ. სტარმერსაც საკმაოდ რთული ამოცანა აქვს – დაარწმუნოს ტრამპი, ზურგი არ აქციოს ევროპას.
ამასობაში ვაშინგტონი რუსეთისა და უკრაინის მიმართ თავისი პოლიტიკის კორექტირებას ამზადებს. აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლტცმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ აშშ–ის მიზანია მშვიდობის დამყარება.
მისი თქმით, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი იყო ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი, რასაც მოჰყვა აშშ–ისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებები ერ–რიადში.