თბილისი (GBC) – ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა შუაღამისას რუსეთის ქალაქ კურსკში. წინასწარი მონაცემებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები მუშაობდა, წერენ რუსულ ტელეგრამ–არხები.

კურსკის პობედისა და კარლ მარქსის რაიონების მოსახლეობა ამბობს, რომ სულ მცირე 3 მძლავრი აფეთქების ხმა გაიგონეს. მომხდართან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

მანამდე კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ 1–ელ ივნისს საღამოს უკრაინის მხრიდან სოფელ გოგოლევკაზე მიიტანეს იერიში.

მისი თქმით, დრონმა ელექტროგამანაწილებელ სადგურში ჭურვი ჩააგდო, რის შედეგადაც მთელი სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

 

დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.