თბილისი (GBC) – უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა აშშ–ის მიერ $2,5 მილიარდიანი სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შემავალი შეიარაღების დეტალური სია გამოაქვეყნა.

ერმაკის მონაცემებით, უკრაინა ამერიკისგან მიიღებს: 59 ერთეულ ქვეითთა ჯავშანტრანსპორტიორს Bradley 590 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით TOW და 295 000 ერთეული 25 მმ–იანი ვაზნებით, 90 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორს Stryker, 53 მანქანას MRAP, 350 ერთეულ ჯავშანმანქანას HMMWV, საბრძოლო მასალების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილ 12 მანქანას, შეიარაღების დაბუქსირებისთვის განკუთვნილ 22 ტაქტიკურ მანქანას, 6 ერთეულ სამეთაურო–საშტაბო მანქანას, ახლო მანძილზე მოქმედების 8 ერთეულ საზენიტო სარაკეტო კომპლექსს Avenger, NASAMS–ის რაკეტებს, HIMARS–ის საბრძოლო მასალებს, ანტირადიოლოკაციურ რაკეტებს HARM.