თბილისი (GBC) - პოლიტოლოგი, მოცურავე, ჰენრი კუპრაშვილი სოციალურ ქსელში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებას ეხმაურება:

  „უკვე 58 წელია, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვმუშაობ — სასწავლებელში, რომელსაც 104-წლიანი საამაყო ისტორია აქვს. ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ამ კედლებს ეკუთვნის...
ჩემთვის წარმოუდგენლად მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ ამხელა ისტორიის მქონე უმაღლესი სასწავლებელი, უძლიერესი სამეცნიერო ცენტრი და საამაყო ქართული საინჟინრო სკოლა გაუქმდა.
ბევრმა არც კი იცის, რა მასშტაბის და დონის, მსოფლიოში უნიკალური ლაბორატორიები არსებობს სტუ-ში — მიწის ქვეშ თუ მიწის ზემოთ. ეს არის საგანძური, რომელსაც გაფრთხილება სჭირდებოდა.
სიტყვები არ მყოფნის, ცრემლებს ვერ ვიკავებ... ძალიან მტკივა!“
 

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ.
მიქანაძის თქმით, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო „საბჭო“ რომელიც რეორგანიზაციის პროცესის წარმართვას უზრუნველყოფენ.
„იმედზე" დაადასტურა, რომ ორი ყველაზე დიდი სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებულ უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) ერქმევა.
 

20:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია დაანონსდა 

(პუბლიკა)