თბილისი (GBC) – ლილო მოლში 16 აპრილს დილით გაჩენილი ხანძარი, თბილისის დროით 10:35 საათისთვის, ლოკალიზებულია. ამის შესახებ GBC-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხანძარი ლილოს ბაზრობის ე.წ. რიგებში გაჩნდა.
ზარალის ოდენობა ჯერ არ არის დადგენილი.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.