თბილისი (GBC) - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, პარასკევს ტექნიკური ხარვეზის გამო, თბილისის მეტროს „საბურთალოს“ ხაზი დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს. 

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აღნიშნავენ, შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უკვე ადგილზე არიან და მუშაობენ ხარვეზის დროულად აღმოსაფხვრელად. მათივე ცნობით, მატარებელი ჩიხში გადაჰყავთ.

„თბილისის მეტროს პირველი ხაზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ფოტო: ჩემი ქალაქი მკლავს