თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.2%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 2.4%-ით.

მათ შორის:

  • საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.5%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3%-ით
  • არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 2.1%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 4.7%-ით
  • სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.2%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 1%-ით

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2%-ით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.7%-იანი კლებით, რამაც -0.44 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 2.4%-ით.

ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 9.8%-იანი მატებით და სხვა ხარჯების კატეგორიის 4.6%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად, 2.89 და 0.29 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 23.7%-ით.