თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 2.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 4.2%-ით გაიზარდა. სამთო მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე ფასები 2.5%-ით შემცირდა, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 3.2%-ით გაიზარდა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 11.2%-ით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე ფასები არ შეცვლილა.