თბილისი (GBC) - საქსტატის ინფორმაციით, III კვარტალში (Q32025) საქართველოს ნავსადგურებხა და ტერმინალებში შემოსული 4 461 გემიდან 48,9% იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 26.9% — თხევადი ტვირთმზიდი, 13.4% — კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი, 11% -მდე ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეცგემებზე განაწილდა.
3Q25-ში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, პორტებმა და ტერმინალებმა 54.6%-ით მეტი გენერალური ტვირთმზიდი მიიღო, 30%-ით მეტი — სპეციალიზებული, 39.4%-ით ნაკლები — კონტეინერმზიდი, 7%-ით ნაკლები — თხევადი ტვირთმზიდი.

შემოსული გემების 17.9% პანამის დროშით, 14.6% — თურქეთის, 10.8% — მალტის, 7.2% — ლიბერიის დროშით დაცურავდა.
საანგარიშო პერიოდში ნავსადგურები 4.200 მგზავრს მოემსახურა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 2.1-ჯერ მეტს.
შემოსული მგზავრების წილი - 50.4% მცირედით აღემატება გასული მგზავრებისას.

გადამუშავებულია 4.3 მლნ ტ-მდე ტვირთი ((L/y - 4.2 მლნ. +1.4%Y.Y). მ.შ. 43.7% გენერალური, 34.5% თხევადი და 21.8% ნაყარი ტვირთი.