თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი 3Q25-ში, წინა კვარტალთან შედარებით, 2.4%-ით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 24.2%-იანი კლებით, რამაც შესაბამისად, -6.1 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. 

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 11.3%-ით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 9.3%-იანი მატებით, რაც 5.19 პ.პ.-ით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 9.4%-ით, ხოლო ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 23.2%-ით გაიზარდა, რამაც შესაბამისად, 2.13 და 3.98 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.