თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 1.1%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 0.5%-იანი კლება.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ფასები 20.4%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე. დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 3.2%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე - ფასების 48.1%-იანი შემცირება. რაც შეეხება წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 11%-იანი კლება.