თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 5.6%-ით.
მათ შორის:
- საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.6%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.8%-ით
- არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 3%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 6.7%-ით
- სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.5%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3%-ით
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.5%-იანი ზრდით, რამაც 0.73 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.6%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 22.5%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 1.5%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 4.53 და 0.92 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 25%-ით.