თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 3Q25-ში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში ₾27.9 მლრდ-ს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.4% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 3Q25-ში 4.7%-ით განისაზღვრა.
3Q25-ში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (21.1%), განათლება (20.7%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (14.7%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (9.7%), ტრანსპორტი და დასაწყობება (8.1%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (13%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (3%).
საქსტატის მონაცემებით, კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-5.4%), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-3.3%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (-8.7%).
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15%) და დამამუშავებელი მრეწველობა (9.4%). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (8.8%), მშენებლობა (8.4%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.4%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.3%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.2%), სახელმწიფო მმართველობა (6%), განათლება (5.4%).
დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2026 წლის 16 ნოემბერს.