თბილისი (GBC) - საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 4Q25-ში $391.7 მლნ შეადგინა, რაც 4Q24-ის დაზუსტებულ მონაცემებზე 2.3%-ით ნაკლებია. კლება განპირობებულია სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით 4Q25-ში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო $202.3 მლნ-ით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 51.6%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება მალტა 76.8 მლნ-ით (19.6%), ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი - $38.7 მლნ-ით (9.9%).

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 81.1%-ს შეადგენს.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით 4Q25-ში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და $289.8 მლნ-ს მიაღწია (74%). მეორე ადგილზე მშენებლობის სექტორია $33.1 მლნ-ით (8.5%), ხოლო მესამეზე - ტრანსპორტის სექტორი $23 მლნ-ით (5.9%).

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 88.3% შეადგინა.

2025 წლის დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2026 წლის 17 აგვისტოს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წინა პერიოდების მონაცემების ცვლილება.